საგარეჯოს მერია საახალწლო კონცერტისა და დეკორაციებისთვის გამოყოფილი თანხებით 74 შშმ პირს დაეხმარება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც საახალწლო გაფორმება დეკორაციისა და საკონცერტო სცენის მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებდა, არ შედგა.

ტენდერი 16 948 ლარზე იყო გამოცხადებული.

მერიის ინფორმაციით, დროის სიმცირიდან გამომდინარე, ხელშეკრულებას აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად პირდაპირი შესყიდვის წესით გააფორმებენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მხოლოდ ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ.
ტენდერი, რომელიც 13 000 ლარზე იყო გამოცხადებული, უკვე შეწყვეტილია. აღნიშნული თანხით კი მერია 18 წლამდე ასაკის 74 შშმ პირს დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად