საგარეჯოს მერი და მოხალოსეები აზერბაიჯანულ სოფლებში მორიგ მონიტორინგზე იმყოფებოდნენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის კრიზისების მართვის მობილური ჯგუფის წევრები, “ქათული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის მოხალისეები, მუნიციპალიტეტის მერ – გიორგი ერბოწონაშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ – რომან მუჩიაშვილთან ერთად, აზერბაიჯანულ სოფლებში მორიგ მონიტორინგზე იმყოფებოდნენ.

თითოეულ მოსახლეს ბინაზე მიაკითხეს, კორონა ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ზომები ადგილზე გააცნეს და მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა გამოიკვლიეს (ოჯახის ექიმების სატელეფონო ნომრები გადასცეს).

საგარეჯოს მერმა-გიორგი ერბოწონაშვილმა, მეგაფონის საშუალებით, აზერბაიჯანულ ენაზე მოსახლეობას მოუწოდა, რომ დარჩნენ სახლში და დაიცვან სოციალური დისტანცია!
ამ ეტაპზე, ვითარება სტაბილურია და კონტროლირებადი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად