საგარეჯოს “ჯეო-ჰოსპიტალი” საკარანტინო სივრცისთვის მოამზადეს

საგარეჯოს “ჯეო-ჰოსპიტალი” საკარანტინო სივრცისთვის მოამზადეს, იქ მყოფი პაციენტების ნაწილი კი, რომლებიც სხვადსხვა დიაგნოზით მკურნალობდნენ თბილისის და გურჯაანის საავადმყოფოებში გადაანაწილეს.

საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილება ბოქსირებულ განყოფილებად გადაკეთდა, აღიჭურვა ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით. კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში ამ ეტაპზე არც ერთი პაციენტი არ გადაუყვანიათ.

ბოლო ინფორმაციით, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსის ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ ეტაპზე რეგიონში 7 საკარანტინო სივრცეა, სადაც 401 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 403 ადამიანია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად