საგარეჯოს #1 და #6 საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საგარეჯოს #1 და #6 საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ, 18 სექტემბერს გამოაცხადა.

მერიაში განმარტავენ, რომ სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ტენდერის გამოუცხადებლობა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და რეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსების მოძიებამ გამოიწვია.

წინადადებების მიღების ვადა 30 სექტემბერს სრულდება.

„ზაფხულში, პირველ ბაღში, წყლის მილი გასკდა, ასევე წყალმა ჩამორეცხა საძინებელი ოთახი და ახლა უნდა შეკეთდეს, ჰოლში დასაგებია ლამინატი. სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, მეექვსე ბაღში, ჭერზე უნდა აეკრას რეცხვადი მასალა. ამის გაკეთება სასწავლო პროცესის დაწყებამდე ვერ მოესწრო. რეაბილიტაცია სააღმზრდელო პროცესს ხელს არ შეუშლის,“- განაცხადა საგარეჯოს სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ელზა გილაშვილმა.

ბაღების რეაბილიტაციაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8469 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად