საგანგებო სიტუაციების სამსახური: წინანდალში, “რედისონში” გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს წინანდალში, სასტუმრო “რედისონში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია წინანდალში სასტუმრო რედისონში არსებული ხანძრის შესახებ.

ხანძარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს სასტუმროში ღია ცეცხლი დახვდათ, რის გამოც, დაუყონებლივ დაიწყო შენობაში მყოფი პერსონალის და დამსვენებლების ევაკუაცია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. წინანდალში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 35 თანამშრომელი მუშაობს და მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად