საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტყის ხანძრების დროს ინციდენტის მართვის სამეთაურო კურსი დასრულდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე ტყის ხანძრების დროს ინციდენტის მართვის სამეთაურო კურსი დასრულდა.

ერთკვირიანი სასწავლო პროგრამა საქართველოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს – ევრე ჟამეს მხარდაჭერით განხორციელდა და მას ფრანგი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.

სამეთაურო კურსში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის და რეგიონალური სახანძრო დანაყოფების 16-მა მეხანძრე-მაშველმა მიიღო მონაწილეობა. კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ტყის ხანძრის კლასიფიკაცია, მართვის დონე, მანევრები და ხანძრის ქრობის ტაქტიკა, ასევე, უსაფრთხოების წესები და სხვა.

სწავლების დასასრულს მონაწილეებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა – დავით სუხიშვილმა და საქართველოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშემ – ევრე ჟამემ სერთიფიკატები გადასცეს.

კომენტარები
იტვირთება...