A1 ბანერი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ძლიერი ქარის გამო 465 შეტყობინება შევიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ძლიერი ქარის გამო, ღამის 12:00 საათის მონაცემებით იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან შემოსულია 465 შეტყობინება.

მათ შორის: იმერეთიდან – 350; სამეგრელო-ზემო სვანეთიდან – 110; გურიიდან – 15.

იმერეთი – გამოძახებების უმრავლესობა (250) დაფიქსირდა ქალაქ ქუთაისიდან. ძლიერმა ქარმა წააქცია 150 ხე, დააზიანა 5 ავტომანქანა, 170 შენობას ახადა სახურავი.

სამეგრელო-ზემო სვანეთი – ძლიერმა ქარმა დააზიანა 1 ავტომანქანა, 46 შენობას გადახადა სახურავი და წააქცია 44 ხე. დაზიანებულია ელექტროსადენები.

გურია – ყველაზე მეტი შეტყობინება ლანჩხუთიდან დაფიქსირდა, სადაც ძირითადად, დაზიანდა ელექტრო სადენები და წაიქცა ხეები.

სამივე რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის 500 მეხანძრე-მაშველი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...