საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სამშენებლო კომპანია „არქიმ“ რესპირატორული ნიღბები უსასყიდლოდ გადასცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სამშენებლო კომპანია „არქიმ“ რესპირატორული ნიღბები უსასყიდლოდ გადასცა. N95-ის ტიპის სამედიცინო ნიღბები სასწრაფო დახმარების მედპერსონალს დაურიგდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის. ვფიქრობ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა მხარი დავუჭიროთ სასწრაფო დახმარების მედპერსონალს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება" – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პერსონალი სრულად არის აღჭურვილი პერსონალური დაცვის საშუალებებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად