საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა კატასტროფის რისკის შემცირების დღე აღნიშნა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აღნიშნა.

„თბილისი მოლში“ გამართულ ღონისძიებაზე საგანგებო შემთხვევებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის იმიტირებული ოპერაცია ჩატარდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინსტრუქტორებმა დაინტერესებულ პირებს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მულაჟზე მანიპულაციების საშუალებით ასწავლეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ასევე მოეწყო იმიტირებული სამაშველო ღონისძიებები. „გაეროსა“ და „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა კი სტუმრებს კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ დეტალური ინფორმაცია სპეციალურად მოწყობილი სტენდებიდან მიაწოდეს.
კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 9 საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთობილივი ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიება მიზნად ისახავდა კატასტროფის რისკის შემცირებისა და მასზე რეაგირების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1989 წელს დაარსდა და საქართველოში 2015 წლიდან აღინიშნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად