საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გიორგი ვაშაძის ბრალდებას უარყოფს

აგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბისხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის ბრალდებას, ახალქალაქში დაშავებულთათვისარაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, უარყოფს.

“საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბისხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის ბრალდებას, ახალქალაქში დაშავებულთათვის
არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, უარყოფს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი: ახალქალაქში დაშავებულების არაჯეროვანი მომსახურებაზე

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახალქალაქში დაშავებულთათვის
არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გაწევას უარყოფს

სიცრუეა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო რეანომობილმა დაუსაბუთებელი უარი განაცხადა ახალქალაქში დაშავებული პაციენტების მომსახურებაზე

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 4 დაშავებული ახალქალაქის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. ამათგან მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც სტაციონარულ მომსახურებას საჭიროებდა, კატასტროფის ეკიპაჟმა თბილისში
მოათავსა. სამ პაციენტს კი, ამბულატორიული მომსახურება რაიონულ კლინიკაშივე გაეწია. შესაბამისი კონსულტაციებისა და კვლევების ჩატარებისშემდეგ, მათ მიეცათ რეკომენდაცია მკურნალობაზე, რის შემდეგაც კლინიკიდან გაეწერნენ.
მოგვიანებით, პაციენტის ახლობლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისეკიპაჟი ხელახლა გამოიძახეს და დაშავებულების ჰოსპიტალიზაცია კვლავახალქალაქის სამედიცინო ცენტრში განხორციელდა.

კლინიკაში შეყვანისას,გაიხსნა ახალი გადაუდებელი ამბულატორიის ბარათები, ვინაიდან წინაბარათები კლინიკიდან გაწერისთანავე დაიხურა.

ლინიკამ და კლინიკის სამედიცინო პერსონალმა, პაციენტების სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, საჭიროდ არ მიიჩნია მათი თბილისში გადაყვანა,ვინაიდან დაშავებულების მართვისთვის ყველა რესურსი გააჩნდა, შესაბამისად,კატასტროფის ეკიპაჟი არ გამოიძახა. ამდენად, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო რეანომობილმა დაუსაბუთებელი უარი განაცხადა პაციენტების მომსახურებაზე. ახლობლების მოთხოვნით, ახალქალაქის კლინიკიდან ორი პაციენტის თბილისში ჰოსპიტალიზაცია ერთ-ერთი კერძოკატასტროფის ეკიპაჟმა განახორციელა.

ამ დროისთვის, ახალქალაქიდან გადმოყვანილი პაციენტების ჯანმრთელობისმდგომარეობა სტაბილურია. ისინი კლინიკა „ტრავმატოლოგში“ რჩებიან.”,-ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად