საგანგებო შეკრება “ნაციონალური მოძრაობის” სათაო ოფისში (ფოტორეპორტაჟი)

ამ წუთებამდე გრძელდება საგანგებო შეკრება "ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისში, სადაც პარტიის ყველა ლიდერი იმყოფება.

შეკრების მიზეზი პარტიის ოთხი ლიდერის: პავლე კუბლაშვილის, გოგა ხაჩიძის, გიორგი მელაძისა და ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება გახდა "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ.

"მე, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დავტოვეთ პოლიტიკური გაერთიანება 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობა', საპარლამენტო ფრაქცია ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’ და ყველა თანამდებობა, რომელიც გვეკავა პარტიასა თუ პარლამენტში. ოთხშაბათს მოხდება ამ ყველაფრის ფორმალურად გაფორმება" – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ, რომლის განცხადებასაც გიგა ბოკერიამ უპასუხისმგებლო უწოდა.

"აიპრესი" გთავაზობთ ნავმოძრაობის ოფისში გამართული საგანგებო შეხვედრის ამსახველ ფოტორეპორტაჟს.

ალეკო შარვაძის ფოტორეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად