საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების გაგრძელებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დღეს კენჭს პირველი მოსმენით უყრიან

პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელებენ და პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.

ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ უჭერს, რადგან მიაჩნიათ, რომ  ეს პროექტი არაკონსტიტუციურია.

პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.

როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად