საგანელიძე: გიორგი გახარიას მიაჩნია, რომ საპარტნიორო ფონდის რესტრუქტურიზაციაა საჭირო

“გიორგი გახარიას პოზიცია ძალიან მკაფიოა, რომ ჩვენ ფონდის ძალიან სერიოზული, სტრუქტურული რეფორმირება გვჭირდება,“ – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ, წინა პრემიერების პერიოდში ეს საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგა იმიტომ, რომ აზრთა სხვადასხვაობა იყო. ბუნებრივია, ეს ნორმალური პროცესია. ძალიან მიხარია და იმედი მაქვს, რომ გიორგი გახარიას პოზიცია არის ძალიან მკაფიო, რომ ჩვენ ფონდის ძალიან სერიოზული სტრუქტურული რეფორმირება გვჭირდება. ალბათ, ეს უახლოეს ხანებში ახალი პრემიერის და ახალი ბორდის პირობებში გადაწყდება”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად