საგანელიძე: დარწმუნებული ვარ, ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება

დარწმუნებული ვარ, ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება,-ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს, აბრეშუმის გზის ფორუმის” პანელის დასრულების შემდეგ განუცხადა.

“მიმაჩნია და ყოველთვის ვამბობდი, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი განხორციელდება.

საპარტნიორო ფონდს უკვე თავისი სერიოზული წვლილი აქვს ამ პორტის შექმნის საქმიანობაში. არა ის, რომ ის უნდა გასცეს მან ხელშეკრულებით 100 მლნ, არამედ ჩვენ 60 მლნ-ზე ცოტა მეტი უკვე გვაქვს დახარჯული ანაკლიაში იმ ტერიტორიების გამოსყიდვაზე პორტისთვის, რომელიც სჭირდება. სახელმწიფომ გამოისყიდა ჩვენი სახით”,- განაცხადა საგანელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად