საგამოძიებო სამსახურმა სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღება 8 სექტემბრის ჩათვლით გააგრძელა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა თხოვნის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური აგრძელებს კონკურსში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღებას მიმდინარე წლის 8 სექტემბრის ჩათვლით.

სტაჟირების მსურველებმა უნდა შეავსონ საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.is.ge განთავსებულ სტაჟირების გრაფაში არსებული სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა და გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.
საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოცხადებულ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე 21-30 წლის საქართველოს მოქალაქეებს. სტაჟიორთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. სტაჟიორები გაივლიან სამეტაპიან შესარჩევ კონკურსს – პროფესიულ ტესტირებას, ტესტირებას ზოგად უნარებში და გასაუბრებას.

სტაჟიორთა სწავლება ექვსთვიან პერიოდს მოიცავს. კონკურსში შერჩეული სტაჟიორები სტაჟირების განმავლობაში გაივლიან თეორიულ სწავლებას ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში და პრაქტიკულ კურსს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონულ ოფისებში.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოებში გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობებზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. საგამოძიებო სამსახური სტაჟირების პროგრამას, ახალი კადრების მოზიდვისა და მათი პროფესიული განვითარების მიზნით, უკვე წლებია ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად