საგამოძიებო სამსახურის უფროსი ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებს შეხვდა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა უწყების სხვა ხელძღვანელ პირებთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებს, გუნდის ხელმძღვანელ ბ-ნ ტიბორ დრასკოვიჩს და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროს ექსპერტ ბ-ნ ჰენდრიკუს (ჰარი) ვან ბოქსმეერს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

შეხვედრის მიზანს ხსენებული პროექტის ფარგლებში (რომელიც მომდევნო 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება) საგამოძიებო სამსახურთან შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივის შეფასება და საამისოდ კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა. ყურადღება გამახვილდა საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტებზე.
პროექტი ითვალისწინებს დახმარებას ბენეფიციარი სახელმწიფო უწყებებისთვის კვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობით. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოების სექტორს, მისი ერთ-ერთი კომპონენტის – ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ სამუშაო ფორმატში ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებაზე, შესაბამისი კომპეტენციის პირთა აქტიური ჩართულობით.

კომენტარები
იტვირთება...