საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა გადამხდელებს COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნეს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მართვის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით,  ქვეყნის მასშტაბით, საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები და სილამაზის სალონები/ესთეტიკური მედიცინის ცენტრები (საერთო ჯამში 4020 ობიექტი) მოინახულეს.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა მეწარმე სუბიექტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციებისა და სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია/განმარტებები ადგილზე გააცნეს. აღნიშნული რეგულაციების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ასევე, ბიზნესის მდგრადი ოპერირებისთვის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მკაცრად აღასრულონ შესაბამისი უწყებების მიერ დადგენილი კონტროლის მექანიზმები და შეზღუდვები.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში განახორცილებს ვითარების კონტროლს და სრულ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას.

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით მიღებული რეგულაციების შესახებ, ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე: 

დანართი 1; 

დანართი 2;

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად