საეჭვო ნივთის გამო, ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე ევაკუაცია გამოცხადდა

ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე, საეჭვო ნივთის გამო ევაკუაცია გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

გარდა ამისა, ევაკუირებულია უახლოესი მეტროს სადგური. ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე მუშაობენ პოლიციის თანამშრომლები.

აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება და დაშავებული არავინაა.

ლონდონში ამ ეტაპზე, მიმდინარე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამო გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...