საერთაშორისო ვიზიტორთა ოდენობა რუსეთიდან 8 თვეში 14,6%-ით გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს ტურიზმის 2019 წლის აგვისტოს სტატისტიკას.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1 398 598 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (1 294 926) 63 672-ით ანუ 4,9%-ით მეტია.

2019 წლის აგვისტოში საქართველოს 1 086 596 საერთაშორისო ვიზიტორი (ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტი) ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (1 040 544) 46 052-ით ანუ 4,4%-ით მეტია.

საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი 2019 წლის აგვისტოში შემდეგი ქვეყნებიდან ეწვია:

1. აზერბაიჯანი – 226 133 მატება 25 679 / +12,8%;
2. რუსეთი – 207 899 კლება 19 215 / -8,5%;
3. სომხეთი – 191 817 მატება 8 317 / +4,5%;
4. თურქეთი – 154 834 მატება 9 917 / + 6,8%;
5. უკრაინა – 28 562 მატება 4 002 / +16,3%
6. ისრაელი – 24 344 მატება 2 897 / +13,5%;
7. საუდის არაბეთი – 21 570 მატება 5 164 / +31,5%
8. ირანი – 17 075 კლება 18 496 / -52,0%;
9. ყაზახეთი – 16 107 მატება 5 609 / +53,4%;
10. ბელარუსი – 13 844 მატება 693 / +5,3%
11. პოლონეთი – 13 301მატება 3 192 / +31,6%
12. გერმანია – 12 577 მატება 2 674 / +27,1 %;
13. აშშ – 6 983 მატება 876 / +14,3%
14. ინდოეთი – 6 321 კლება 1 062 / -14,4%
15. ჩინეთი – 6 008 მატება 1 534 / + 34,3%

2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს 6 320 516 საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (5 895 914) 424 602-ით ანუ 7,2%-ით მეტია.

2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს 5 198 531 საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (4 883 580) 314 951-ით ანუ 6,4%-ით მეტია.

საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი 2019 წლის იანვარ-აგვისტოში შემდეგი ქვეყნებიდან ეწვია:

1. რუსეთი – 1 058 549 მატება 134 602 / +14,6 %;
2. აზერბაიჯანი – 1 024 349 მატება 68 292 / +7,1%;
3. სომხეთი – 864 474 მატება 27 434 / +3,3%;
4. თურქეთი – 810 602 კლება 8 145 / -1,0%;
5. უკრაინა – 136 594 მატება 17 561 / +14,8%;
6. ისრაელი – 124 156 მატება 23 000 / +25,2%;
7. ირანი – 91 859 კლება 123 181 / -57,3%;
8. ყაზახეთი – 62 508 მატება 21 866 / +53,9%;
9. საუდის არაბეთი – 62 350 მატება 19 219 / +44,6%
10. გერმანია – 56 357 მატება 15 353 / +37,4%;
11. პოლონეთი – 55 633 მატება 12 157 / +28,0%;
12. ბელარუსი – 46 024 მატება 5 269 / +12,9%;
13. ინდოეთი – 36 698 მატება 1 717 / +4,9%;
14. აშშ – 30 374 მატება 2 824 / +10,3%;
15. ჩინეთი – 29 164 მატება 9 540 / +48,6%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად