საერთაშორისო ტურნირი “ნონა გაფრინდაშვილის თასი” ფოთელ მოჭადრაკეთა ბრწყინვალე შედეგით დასრულდა

ბ ღია ტურნირში ქალთა შორის(!) პირველი ადგილი დაიკავა და ნონა გაფრინდაშვილის თასის მფლობელი გახდა ელენე წოწონავა. 14 წლის ელენე წარმატებულ სეზონს ატარებს და უახლოეს მომავალში 2 უმნიშვნელოვანეს ტურნირში მიიღებს მონაწილეობას: 14 ოქტომბრიდან მსოფლიოს 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებს ნიუ დელიში, ხოლო შემდგომ კი ასევე ოქტომბერში ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გამოვა ევროპის ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე.

გაფრინდაშვილის თასის ც ღია ტურნირში, 12 წლის ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი ერგო კახაბერ კიზირიას.
ასევე ც ღია ტურნირში 8 წლის ჭაბუკთა შორის პირველობა არავის დაუთმო გაგა გვასალიამ. მან ასევე მრავალი უფროსი ასაკის და გამოცდილი მოჭადრაკე ჩამოიტოვა უკან.

საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა 13 ქვეყნის 230 მოჭადრაკე. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენდა 50 000 ლარს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად