საერთაშორისო სიმპოზიუმი – „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“ დისტანციურად გაიმართება

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს საერთაშორისო სიმპოზიუმს – „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“ – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 150-მდე მონაწილე დისტანციურად დაესწრება.

„სიმპოზიუმი ეძღვნება ქართულ ფოლკლორსა და ქართული ფოკლორის დიდ მოამაგეს გიორგი ლეონიძეს, რომელმაც ურთულეს 1950-იან წლებში, საკუთარი თავდადებისა და მეცნიერული სიჯიუტის ფასად, გადაარჩინა ქართული ფოლკლორული მემკვიდრეობა! ტრადიციული ფორმატი შეცვლილია: სიმპოზიუმის მონაწილენი მოკლებული იქნებიან პირად შეხვედრებს, უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას. სამწუხაროდ, ვერ განხორციელდება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად დაგეგმილი მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა, მაგრამ, ვიმედოვნებთ, რომ ვირტუალურ სივრცეშიც კი, სამი დღის განმავლობაში, 23-24-25 სექტემბერს, სიმპოზიუმი იქცევა სამეცნიერო და კულტურული აზრის ზეიმად. გადავწყვიტეთ, რომ პირველი ონლაინ სიმპოზიუმის – „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“ – მასალები გამოიცეს ელექტრონული აკადემიური წინის (ე-წიგნი) ფორმატში და განთავსდეა ყველა შესაბამის საერთაშორისო ბაზაში, რაც კიდევ ერთხელ შეახსენებს საერთაშორისო საზოგადოებას ქართული ფოლკლორის უნიკალურობას!“ – განაცხადა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, სიმპოზიუმის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე ირმა რატიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად