საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შესაძლოა უკრაინას 5 მილიარდი დოლარის კრედიტი გამოუყოს

უკრაინა მზადაა, ახალი სესხის მისაღებად, რომელიც დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს შეადგენს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პირობებს დათანხმდეს. ინფომაციას სააგენტო Bloomberg-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი ფინანსური დახმარების პროგრამა იქნება სესხი ე.წ. გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის შესაბამისად.

სააგენტოს წყაროების თანახმად, უკრაინა სესხს სამი წლის განმავლობაში მიიღებს. გარიგებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ახალი პროგრამის განსახილველად კიევში სექტემბერში ჩავიდა.

ხელშეკრულება სავარაუდოდ მოიცავს პირობებს უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და შემდგომი ნაბიჯების გადადგმისკენ, ის ასევე შეიცავს საბიუჯეტო დეფიციტს და სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის ლიბერალიზაციას. უკრაინის მთავრობა იმედოვნებს, რომ ამ თვეში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებას მიაღწევს და წლის ბოლოს ახალ პროგრამას დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად