საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება

შეკვეთილში, ულტრათანამედროვე საკონცერტო დარბაზში Black Sea Arena ფოლკლორის სართაშორისო ფესტივალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
 

კონცერტზე ბიძინა ივანიშვილი ცოტა ხნის წინ მივიდა. ამ დროისთვის Black Sea Arena-ს დარბაზი მთლიანად სავსეა.

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს პირველად იმართება და ყოველწლიური იქნება.

Black Sea Arena-ზე დღეს დასკვნითი კონცერტი ტარდება.

გურიაში შავი ზღის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი სამი დღეა მიმდინარეობს. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, იტალიის, შვეიცარიისა და თურქეთის ანსამბლები. სამი დღის განმავლობაში, ქართველ და უცხოელ მაყურებელს 4 ქვეყნის 24 ფოლკლორული ანსამბლის 400-მდე მონაწილემ ხალხური შემოქმედება გააცნო.

1 და 2 სექტემბერს, ქართულ და უცხოურ ფოლკლორულ ანსამბლებს ოზურგეთმა უმასპინძლა.

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და Black Sea Arena-ს მხარდაჭერით გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში 2016 წლის ივნისში ულტრათანამედროვე "ურეკის საკონცერტო დარბაზი" Bleack Sea Arena გაიხსნა, სადაც რამდენიმე კონცერტი გაიმართა, მათ შორის ცნობილი მეგავარსკვალების.

საკონცერტო დარბაზის მშენებლობა თითქმის 7 წელი მიმდინარეობდა. დარბაზი დაახლეობით 10 000-მდე მაყურებელს იტევს. 25-მდე შშმ პირისთვის დარბაზის ცენტრში გამოყოფილია ადგილი ეტლით სარგებლობისთვის. "ურეკის საკონცერტო დარბაზის" მშენებლობაზე "ფონდმა ქართუმ" 200 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. Bleack Sea არენა აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონდე უსაფრთხოების სისტემით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...