კონფერენციაზე დევიდ კრამერსა და ირმა ინაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „Now What?”, რომელიც „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ორგანიზებით მეორე დღეა მიმდინარეობს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოყვა.

როგორც ირმა ინაშვილი აცხადებს, სრული უფლება აქვს დაესწროს კონფერენციას.

ცოტა ხნის შემდეგ „პატიოტთა ალიანსის“ ლიდერთან მივიდა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი, რომელმაც ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

“ამდენი ტყუილის გამო პასუხს აგებ შენ. 2 დღეა ჩვენზე საუბრობ და რატომ არ ვართ მოწვეულები ჩვენ. არ შეიძლება შენ გდებდნენ ბრალს და პასუხს არ ცემდე. გუშინ ბოკერია ცილიმწამებლურ განცხადებებს ავრცელებდა ჩვენზე?! “-მიმართა ინაშვილმა კრამენს.

კომენტარები
იტვირთება...