საერთაშორისო კოალიცია: ერაყი ISIS-ის ტერორისტებისგან თითქმის სრულად გათავისუფლდა

მას შემდეგ, რაც ერაყის ჯარებმა ქალაქი ალ-ქაიმი დაიკავეს, ერაყი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან "თითქმის სრულად" გათავისუფლდა. როგორც აშშ-ს თავდაცვის სამინისტოს ვებგვერდზეა აღნიშნული, ამის შესახებ აშშ-ს ანტიტერორისტულმა კოალიციამ განაცხადა.

"ერაყის არმიამ მამაცურად დაიკავა ქალაქი, ერაყელმა ჯარისკაცებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ბოლო საყრდენი აიღეს“,- განაცხადა კოალიციის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა რობერტ უიაიტმა.

მისი თქმით, ერაყში ტერაქტების საფრთხე კვლავ არსებობს, ამიტომ, კოალიცია არმიასთან და ერაყის მთავრობასთან თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა „ისლამური სახელმწიფო“ საბოლოოდ დაამარცხოს.

3 ნოემბერს, ერაყის ჯარები "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების მიერ კოტროლირებად ერთ-ერთ ქალაქ ალ-ქაიმში შევიდნენ. ქალაქში შესვლის შემდეგ, ერაყის ჯარებმა სირიაში საზღვრის გადაკვეთაზე კონტროლი აღიდგინეს, რომელსაც ადრე ტერორისტები აკონტროლებდნენ. ეს არის გზა, რომელიც ალ-ქაიმსს სირიის ქალაქ ალბუ კამალთან აკონტროლებს.

შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციის შეფასებით, რომელიც ასევე სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობს, ქალაქთან დაახლოებით 1.5 ათასი მებრძოლი კვლავ რჩება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად