,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევის მიხედვით, ფოთის საკრებულო დაკისრებულ მოვალეობას არასათანადოდ ასრულებს

კერძოდ, კვლევაში ნათქვამია, რომ საკრებულო მერიასა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურებს შესაბამის კონტროლს არ უწევს და ეს ხშირ შემთხვევაში ფორმალური ხასიათისაა.

ასევე შეფასებაში, ნათქვამია, რომ საკრებულოს წევრთა ხელფასებზე, დანამატებზე და საწვავზე დიდი ოდენობით თანხები გაიხარჯა. კვლევა 2017-2019 წლების პერიოდს მოიცავს. საკრებულოების საქმიანობების შესწავლას სხვადასხვა რეგიონებში ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”” ზუგდიდის ორგანიზაცია ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად