საერთაშორისო დონეზე პოპულარულ “კუპატას” უკვე თავისი კერა აქვს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე პოპულარულ უსახლკარო ბათუმელ ძაღლს-კუპატას, სახლი შეუძინეს. „ხალხის რჩეული“ -ასეთი წარწერა აქვს კუპატას სახლს, რომელიც იმ კორპუსთან დაიდგა, სადაც ის ყველაზე მეტ დროს ატარებს.

„მიზნად მხოლოდ ბავშვების უსაფრთხოდ ქუჩაზე გადასვლა ჰქონდა, მაგრამ აშკარად უფრო მეტი გამოუვიდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვუყიდეთ კერა წარწერით “ხალხის რჩეული”, რაც ნამდვილად დაიმსახურა“,-წერია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, სადაც კუპატას სახლის ფოტოებიცაა გამოქვეყნებული.

ბათუმელმა კუპატამ, თავისი ქცევით, მალევე შეძლო გამხდარიყო საქართველოში პოპულარული, ბოლო რამდენიმე დღეა, ის საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. სტატია და ვიდეო კუპატაზე ABC News-მა გამოაქვეყნა. ამ წუთებისთვის მის ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად