საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტემა SWIFT-ის გენერალური დირექტორი თანამდებობას დატოვებს

საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტემა SWIFT-ის გენერალურმა დირექტორმა გოტფილდ ლეიბრანდტი 2019 წლის ივნისის ბოლოს თანამდებობას დატოვებს.

ჯერჯერობით უცნობია მიზეზები, თუ რატომ მიიღო ლეიბრანდტმა ასეთი გადაწყვტილება. თავად მან მადლობა გადაიხადა კოლეგებს 7-წლიანი ერთობლივი სამსახურისათვის და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ზუსტად სწორი დროა, რომ მმართველობა ახალ ლიდერს გადაულოცოს.

SWIFT-ში აღნიშმავენ, რომ ლეიბრანდტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სისტემაში კიბერთავდასხმების თვალსაზრისით. სისტემის კლიენტები ამის საფრთხის წინაშე 2016 წელს აღმოჩნდნენ.

ლაიბლანდტმა SWIFT-ში მუშაობა 2005 წელს დაიწყო. მისი სამუშაო მოიცავდა სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას. 2007 წელს იგი სათავეში ჩაუდგა კომპანიის მარკეტინგის განყოფილებას, ხოლო 2012 წელს იგი მისი გენერალური დირექტორი გახდა.

კომენტარები
იტვირთება...