სადისციპლინო კომიტეტმა “დილა” და “დინამო” დასაჯა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, ეროვნული ლიგა 1-ის მეცხრე ტურში, "დილასა" და "დინამოს" შორის მომხდარი ინციდენტის გამო, ორივე კლუბი დასაჯა. 

"ოფიციალური პირების მოხსენებითი ბარათებისა და ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალის გაცნობის შემდეგ კომიტეტმა მონაწილე კლუბების წარმომადგენლებსაც მოუსმინეს და საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილებები გამოიტანეს: თბილისის "დინამო" ფანების მიერ ტრიბუნის დაზიანების გამო დაისაჯა 3000 ლარით, ერთი საშინაო მატჩის უმაყურებლოდ გამართვითა და სეზონის ბოლომდე პირობითი დისკვალიფიკაციით. "დინამოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ოთარ გაგნიძე გულშემატკივრების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის – 2 მატჩით და 500 ლარით; ხოლო მასპინძელი კლუბი "დილა" – 800 ლარით", – იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი.

"დილასა" და "დინამოს" შორის მატჩის დასრულების შემდეგ, თბილისური კლუბის გულშემატკივარმა "დილას" სტადიონის ტრიბუნებზე სკამებვი დაამტვრია, შემდეგ კი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბშიც გადაიზარდა. მიუხედავად ამისა, პოლიციამ სიტუაციის განმუხტვა მალევე შეძლო.

აღნიშნული დაპირისპირება ფრედ – 1:1 დასრულდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად