“სადიპლომოს ხელმძღვანელს კონიაკი ვაჩუქე და მის დასაბრუნებლად მთელი კიევი მსდია”

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც უკრაინაში ქრთამებს არ იღებდნენ, ამის დასტურად მან უნივერსიტეტში დიპლომის აღების ისტორია მოყვა.

"უკრაინაში ქრთამებს არ იღებდნენ. როდესაც მე წითელ დიპლომზე დავამთავრე უნივერსიტეტი და ჩემს ხელმძღვანელს ორი ბოთლი ქართული კონიაკი მივუტანე, უბრალოდ მადლობა რომ მეთქვა, მან კიევის ცენტრის მთელი ნახევარი გამოირბინა, რათა დაებრუნებინა, რადგან ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, რომ როგორ გავბედე. ჩემ თვალში ყოველთვის აი, ასეთები იყვნენ უკრაინელები.

როდესაც მეუბნებიან, რომ 90-იანების ბოლოს, ამ ოლიგარქების, მედვეჩუგის, მთელი ამ "შანტრაბას" ცხოვრების სტილი, უკრაინის ცხოვრების სტილი იყო, მე კატეგორიულად არ ვიღებდი ამას, უკრაინელები ასეთები არ არიან, ჩვენ ისინი არ ვართ და ისინი უკრაინელები არ არიან", – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, 18 იანვარს, ხარკოვში გამართულ "ანტიკორუფციულ ფორუმზე" სიტყვით გამოვიდა. შესაბამისი ვიდეომასალა მისი ფეისბუქის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება. მისი თქმით, უკრაინა არაა ის ქვეყანა, რომელიც უკრაინელი ოლიგარქებისა და ამ "შანტრაბას" ცხოვრების სტილით იცხოვრებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...