სადეპუტატო იმუნიტეტი – რომელ ქვეყნებში როგორ მოქმედებს ეს პრივილეგია

სადეპუტატო იმუნიტეტის შესახებ საკითხი ბევრი წლის განმავლობაში განიხილებოდა – თითქმის უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან მოყოლებული, რაც 1996 წელს მოხდა. ამ განარტიამ წესით, უნდა უზრუნველყოს დეპუტატების ეფექტიანი მუშაობა და თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების დაუბრკოლებელი რეალიზაცია. დღეს უმაღლესმა რადამ საგრძნობლად შეზღუდა სადეპუტატო იმუნიტეტი და ხელშეუხებელი მხოლოდ პოლიტიკური პოზიცია დატოვა. ამის გამო რადას შენობაში დისკუსიები იმართებოდა, თუ რომელი იყო სწორი, ხელშეუხებლობის მოხსნა, თუ დატოვება.

კანონმდებლების პოლიტიკური ზეწოლისგან დაცვის ორი მექანიზმი არსებობს – სადეპუტატო ინდემნიტეტი და სადეპუტატო იმუნიტეტი, სადაც პარლამენტის პირველი წევრი დაცულია იურიდიული პასუხისმგებლობისგან პარლამენტს გარეთ, დაცულია მისი გამონათქვამები და მისი ხმა პარლამენტსა და მის ორგანოებში, ხოლო მეორე ტერმინი იმაზე მეტყველებს, რომ შეუძლებელია დეპუტატი მისცე იურიდიულ პასუხისგებაში იმ ქმედებებისთვის, რომლებიც მოიცავს დანაშაულის ან/და სამარტალდარღვევის ელემენტებს პარლამენტის მიერ წინასწარი სანქციების დაწესების გარეშე.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთისგან სრულებით განსხვავებული მექანიზმები მოქმედებს პარლამენტარებისთვის კონსტიტუციური ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის, მისი მოქმედებისა და მოხსნის პირობების შესახებ.

 

სადეპუტატო იმუნიტეტის მოქმედების ვადები

როგორც წესი, იმუნიტეტი ჩვეულებრივ გრძელდება პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდის განმავლობაში, არჩევის, ან ფიცის დადების დღიდან, ან სხდომის და იქიდან მოყოლებული 40 დღის განმავლობაში/ან მისი დასრულების შემდეგ 40 დღის განმავლობაში.

– ავსტრალია, ინდოეთი – დეპუტატის არჩევის დღიდან;

– ბანგლადეში, ხორვატია, უკრაინა – ფიცის დადების, ან მანდატის დამტკიცების დღიდან;

– დიდი ბრიტანეთი, ბელგია, საფრანგეთი, უკრაინა – პარლამენტის უფლებამოსილების განმავლობაში;

– ჩეხეთი, შვეიცარია, აშშ, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, იაპონია – საპარლამენტო სესიის განმავლობაში;

– კანადა – არჩევნების შედეგის გამოცხადებიდან, სესიის განმავლობაში და მისი დასრულებიდან 40 დღის განმავლობაში, აგრეთვე პარლამენტის დათხოვნიდან 40 დღის განმავლობაში.

 

პასუხისმგებლობა იმუნიტეტის მიღებამდე ჩადენილ დანაშაულებზე

– პოლონეთი – იმუნიტეტის მიღებამდე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა არ წყდება, თუკი პარლამენტი არ გადაწყვეტს მისი შეჩერებას;

– დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ფინეთი, ფილიპინები, ზამბია – იმუნიტეტის მიღებამდე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა არ წყდება;

– დანია, ეგვიპტე, საბერძნეთი, გერმანია, ჩეხეთი, უნგრეთი – სისხლისსამართლებრივი დევნა წყდება იმუნიტეტის მირების მომენტიდან და იგი შეიძლება გაგრძელდეს პარლამენტთან შეთანხმებით;

– უკრაინა – სისხლისსამართლებრივი დევნა ყწდება იმუნიტეტის შეძენის მომენტიდან.

 

სადეპუტატო იმუნიტეტის გამოყენების მახასიათებლები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სადეპუტატო იმუნიტეტი ნიშნავს დეპუტატის იურიდიულ ხელსეუხებლობას, რომლის მეშვეობითაც იგი არ შეიძლება მიცემული იქნას სისხლის სამართლის პასუხისგებაში, აგრეთვე არ შეიძლება მისი დაკავება ან დაპატიმრება, თუკი ეს პარლამენტთან არ არის შეთანხმებული. თუმცა, ქვეყნების უმრავლესობაში, თუკი დეპუტატს დანაშაულის ადგილზე აკავებენ, იგი ავტომატურად კარგავს იმუნიტეტს და დაპატიმრება პარლამენტთან შეთანხმების გარეშე ხდება. მაგალითად, ქვეყნები, სადაც აღნიშნული წესი მოქმედებს არის ბულგარეთი, ლიტვა, მოლდოვა, გერმანია, უნგრეთი, საფრანგეთი, იაპონია.

არის ქვეყნები, სადაც ამ შემთხვევაშიც კი აუცილებელია პარლამენტის თანხმობა, რათა დამნაშავე დეპუტატი მიცემულ იქნას სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი ქვეყნები ზღუდავენ იმუნიტეტს სისხლის სამართლის დანაშაულთან მიმართებით, ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ლიტვაში, ლატვიაში, სლოვაკეთში, ესპანეთში, ირლანდიაში, კოლუმბიაში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში, იგი გაფართოვებულია ადმინისტრაციულ, სამოქალაქო ან დისციპლინურ დარღვევებთან მიმართებით.

აშშ-ში, ირლანდიაში და ნორვეგიაში არ შეგიძლია დააკავო დეპუტატი, რომელიც პარლამენტში მიდის, ან იმყოფება პარლამენტის შენობაში. თუმცა, ირლანდიაში მაგალითად, ღალატისთვის, ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, პარლამენტის თანხმობის გარეშეა შესაძლებელი.

ესპანეთში, რუმინეთსა და ნიდერლანდებში კი, პარლამენტის წევრების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე უზენაეს სასამართლოებში განიხილება.

ევროკავშირის ქვეყნებში, იმუნიტეტის მოხსნაზე პარლამენტია პასუხისმგებელი, ანდორაში – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ჩილეში – შესაბამისი იურისდიქციის სააპელაციო სასამართლო, ხოლო კვიპროსში იმუნიტეტის მოხსნა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება. საინტერესოა, თუ როგორ ხდება ეს გერმანიაში, სადაც ყოველი ახალი მოწვევის ბუნდესტაგის დეპუტატები იღებენ თავიანთ ზოგად გადაწყვეტილებას დეპუტატების უკანონო ქმედებების განხილვის პროცედურის შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად