სადახლოზე, წითელ ხიდსა და სარფში 9,140 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

7-9 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“, ,,წითელი ხიდი“ და ,,სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შეოსავლების სამსახური ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართვლოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 9,140 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.
ხოლო, სომხეთის მოქალაქე ვ.დ.-ს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...