სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე ვ.ს-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 7 319 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (83.5 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 7 319 ლარის ოდენობით შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად