A1 ბანერი

სადახლოსა და ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

9 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის მ.ლ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 16 673 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 149.91 გრამი) გამოავლინეს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

15 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ა-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 66.45 გრამი) აღმოაჩინეს.

საქონლის ღირებულებამ 5 647.10 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 5 647.10 ლარის ოდენობით შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...