სად გაქრა ჩემი შვილი საბერძნეთის საავადმყოფოდან? – ქუთაისელი დედა დახმარებას ითხოვს

ქუთაისში მცხოვრები მზეო ჯინჭარაძე შვილს, რომელიც საბერძნეთში სასჯელს იხდიდა, ვერ პოულობს. როგორც მზეო ჯინჭარაძემ "აიპრესს" განუცხადა, მისი შვილი ციხეში უყურადღებობის გამო ავად გახდა და ამის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც მოგვიანებით გაუჩინარდა. 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში უკვე ჩართულია საქართველოს კონსული საბერძნეთში, მისი შვილის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება. 

"სასჯელს იხდიდა სამი წელი საბერძნეთში, უყურადღებობის გამო ავად გახდა, ფილტვში წყალი ჩაუდგა. გადაიყვანეს საავადმყოფოში და ახლა ბავშვი არ ჩანს. მივმართე საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კონსული იყო მისული და ვერ ნახულობენ ბავშვს. ჩემმა ახლობლებმა საბერძნეთში, რომლებმაც ასევე მოიკითხეს ბავშვი, უთქვამთ, რომ არც ციხეშია და არც საავადმყოფოში, კონსული თუ ვერ ნახულობს ჩემს შვილს, მე როგორ უნდა ვნახო? ვითხოვთ დახმარებას, რომ შვილი ვიპოვო. ორი კვირის წინ ვითხოვე საბერძნეთში წასვლა და არ გამიშვეს.

საავადმყოფოდან გაუჩინარდა, ყველამ ნახა იქ და ყველამ თქვა, მოუკლიათ ეს ბავშვი იქო,საპატიმროში სათანადო პირობები არ ჰქონდა, გაუჩინარებამდე საავადმყოფოში ჩემმა ახლობლებმა მოიხაულეს და მათთვის უთქვამს სულ ვითხოვდი ექიმს, არ მოყავდათ და ამის გამო კიდევ სასჯელი დამიმატესო.კონსულმა ციხის უფროსთან დარეკა და უთხრეს რომ საავადმყოფოშია, საავადმყოფოში არ არის, რა ჭკუაზე უნდა ვიყო?",-განაცხადა მზეო ჯინჭარაძემ. 

 მზეო ჯინჭარაძე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კანცელარიაში გეგმავს მისვლას. 

"საგარეო საქმეთა სამინისტროში და კანცელარიაში ვაპირებ მისვლას, მეტი გზა არ მაქვს, პირდაპირ უნდა შემიყვანონ მინისტრთან და დამეხმარნონ, რომ გავიგო, რა ხდება ჩემს თავს. ვეხვეწე ერთი კვირის წინ გამიშვითთქო და არ მომცეს ვიზა, აქ უნდა ველოდო პასუხს სად დაიკარგა ჩემი შვილი? პარასკევიდან არ ჩანს ბავშვი, ექიმს უთქვამს, ვერ ააყენებთ ამ ბავშვსო იმდენი სითხე ამოვუღეთო და ისიც უთხქვამთ, დაექვემდებარება თუ არა მკურნალობას არ ვიცითო, ჩემს დეიდაშვილს უთხრეს. სად გაქრა ბავშვი თუ ადგომა არ შეეძლო და სიარული არ შეიძლებოდა?",-განაცხადა ჯინჭარაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად