A1 ბანერი

სად და როგორ უნდა ჩაიტაროს მოსახლეობამ წითელას საწინააღმდეგო აცრა – ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა

ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მწვავე ვირუსული დაავადების, “წითელას” 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.დაავადების შემთხვევათა 56% ძირითადად, 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებშია გავრცელებული.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით,წითელას საწინააღმდეგოდ თავრობის სპეციალური განკარგულება მომზადდა, სადაც წითელას საწინააღმდეგო ღონისძიებებია გათვალისწინებული.ამირან გამყრელიძე მოუწოდებს საზოგოადოებას პრევენციის მიზნით, დროულად ჩაიტარონ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა.

“აიპრესი” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს დაუკავშირდა,სადაც განმარტეს რომ  წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარების პროცედურა,მოქალაქეებს ნებისმიერ პოლიკლინიკაში შეუძლიათ.აცრისთვის არ არის საჭირო ექიმის ცნობა, ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტი.

წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება 40 წლამდე ასაკის პირებისთვის უფასოა.

41 წლიდან კი მათთვის არის უფასო, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა “წითელას” ვირუსით დაავადებულთან. მაგალითად,იმ შემთხვევაში თუ ოჯახის წევრს დაუდგინდა “წითელა”,თქვენ უფასოდ აიცრებით,ან სამსახურში თუ ვინმეს დაუდგინდა “წითელა” ანალოგიურად აქაც, აცრა უფასო იქნება.

“აცრისთვის უნდა მიბრძანდეთ ნებისმიერ პოლიკლინიკაში.40 წლის ჩათვლით  პირებისთვის აცრა არის  უფასო ,ასევე აცრა უფასოა მათთვის, ვისაც არ აქვს ჩატარებული ან არ ახსოვს ჩატარებული აქვს თუ არა აცრა,შესაბამისად არ აქვს დამადასტურებელი აცრის ბარათი.

აცრაზე მისვლისას არ არის საჭირო ექიმის ცნობა ან რაიმე დამადასტურებელი საბუთი,არაფერი არ არის საჭირო.”,-განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში.

ცნობისთვის, წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა,რომელიც მიმდინარეობს ცხელებით,გამონაყარით, ხველებით, რინიტით ან კონიუქტივიტით.მწვავე ვირუსული დაავადების გადაცემა ხდება აეროგენული მექანიზმით-სუნთქვის, ხველების და ცემინების დროს.

აღნიშნულ თემაზე მომზადებული მასალები იხილეთ შემდეგ ბმულებზე: გამყრელიძე: თუ არ ვიზრუნებთ “წითელას” შესაჩერებლად,ქვეყანაში “წითელას” ეპიდემია გვექნება ,ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში არის “წითელას” ეპიდაფეთქება

სტატიის ავტორი თეონა ციხიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...