სად და როგორ გაიცემა უფასო ტამიფლუ – რა არის საჭირო მედიკამენტის მისაღებად

ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” მარაგი საქართველოში 12 იანვარს ჩამოვიდა.13 000 კოლოფი “ტამიფლუ” რეგიონებში არსებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე, თბილისში – საოჯახო მედიცინის ცენტრებზე (რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ) და ასევე აფთიაქებზე გაიცა. ანტივირუსულ მედიკამენტ “ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო.

“აიპრესსი” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განუმარტეს ყველა ის პროცედურა,რომელიც საჭიროა ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” უფასოდ მისაღებად.როგორც გაირკვა,სააფთიაქო ქსელებში “ტამიფლუს” მიღება,რეცეპტის საფუძველზე ხდება,ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ფორმა 100-ის წარდგენითაა შესაძლებელი.

“თუ მიდიხართ ოჯახის ექიმთან, ის ნიშნავს პრეპარატ “ტამიფლუს”, ელექტრონულად ტვირთავს რეცეპტს “ტამიფლუზე”, შემდეგ მიდიხართ შესაბამის აფთიაქში პირადობის დამადასტურებელი მოწმობით და ის აფთიაქი დაინახავს ელექტრონულად რეცეპტს,გამოწერს და მოგეცემათ უფასოდ.

პენსიონრები,ბავშვები,სოციალურად დაუცველები,ონკოლოგიური პაციენტები,ასევე გულის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები,დიაბეტიანები-მათ სჭირდებათ ფორმა 100 ,რათა წარაგდინონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში,სწორედ  იქ აიღებენ უფასოდ “ტამიფლუს”,-განმარტეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

პრეპარატ “ტამიფლუს” უფასოდ მიღებას მოქალაქეები არა ნებისმიერ აფთიაქში,არამედ გარკვეულ სააფთიაქო ქსელებში შეძლებენ.

“ცხელი ხაზებია,სადაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ,რომელ სააფთიაქო ქსელშია “ტამიფლუ” უფასოდ. ჯიპისი-ს  ნომერი არის 71 07 07, ავერსის 800-900, პსპ-ს 91 11 01. ამ ნომრებზე რომ გადარეკოთ და ჰკითხოთ,რომელ ფილიალში შეძლებთ “ტამიფლუს” მიღებას უფასოდ,დაგაკვალიანებენ და გეტყვიან.

“ტამიფლუ” დღეს, მეორე ნახევრისთვის ყველგან იქნება შეტანილი.ზოგიერთში შეტანილია უკვე.ხვალიდან,კი გარკვეული სააფთიაქო ქსელები პრეპარატით იქნება უზრუნველყოფილი.”,-განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვს,13 000 კოლოფი “ტამიფლუ” სააფთიაქო ქსელებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიგზავნა. დამატებითი მარაგის ქვეყანაში შემოტანისა და შესაბამის დაწესებულებებზე განაწილების პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირადად დაესწრო.

ანტივირუსულ მედიკამენტ  “ტამიფლუს” ექიმის დანიშნულების საფუძველზე საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს, როგორც აფთიაქებში ასევე  პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში.მედიკამენტ „ტამიფლუს“ მიღება შესაძლებელია შემდეგ სააფთიაქო ქსელებში: ავერსი;გეფა (ფარმადეპო; ჯი-პი-სი;)პსპ ,მარჯი.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად