გაძვირდა თუ არა პირბადეები- სად არის დეფიციტი და რომელ სააფთიაქო ქსელში გაიცემა შეზღუდული რაოდენობა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია რომ თბილისში, სამედიცინო პირბადეების ფასმა სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში მოიმატა.

როგორც მომხმარებლები წერდნენ, პირბადე რომელიც ადრე 15 თეთრი ღირდა, დღეს 50 თეთრი ღირს.

“აიპრესმა” აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება გადაწყვიტა და რამდენიმე აფთიაქს კითხვით მიმართა.

“ავერსის“ და “პე-ეს-პეს” სააფთიაქო ქსელში აცხადებენ რომ მათ ამ ეტაპზე პირბადეების დეფიციტი აქვთ. “პე-ეს-პე“-ში არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, თუ როდის შემოვა დამატებითი ნაკადი. პირბადეების ფასი კი აქ 15 თეთრს შეადგენს. რაც შეეხება, “ავერისს” სააფთიაქო ქსელს პირბადის ფასი აქ 18 თეთრია.

შეზღუდული რაოდნობით გაიცემა პირბადეები “ჯიპისისა” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში. როგორც “ჯიპისიში” აცხადებენ, მათ სააფთიაქო ქსელში არის პირბადეების მარაგი. 20 ერთეული გაიცემა, ხოლო ერთ ერთეულის ფასი 20 თეთრია.

ანალოგიურად აცხადებენ ფარმადეპოშიც. მათი თქმით, ქსელში არის პირბადეები, თუმცა გაიცემა შეზღუდული რაოდენობით. ერთი ერთეული პირბადის ფასი აღნიშნულ სააფთიაქო ქსელში 20 თეთრია.

მასალა მოამზადა თეონა ციხიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად