საჩხერის თეატრმა თეატრალურ ფესტივალზე “ცხოვრება იდიოტისა” წარადგინა

იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე საჩხერის სახალხო თეატრმა იაპონელი მწერლის რიუნოსკე აკუტაგავას ,,ცხოვრება იდიოტისა“ წარადგინა. ფესტივალი მეათე წელია იმართება ლადო მესხიშვილის სახელობის ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და მასში მონაწილეობას იმერეთის მუნიციპალიტეტის თეატრალური და უცხოური დასებიც მონაწილეობენ.

საჩხერის სახალხო თეატრმა ჟიურისა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ჟიურისაგან მათ დიპლომები გადაეცათ. სპექტაკლს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2017,2018 წლებში საჩხერის სახალხო თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე მთავარი პრიზის გრამპრის მფლობელი გახდა. 2017 წელს მათ სპექტაკლი ,,გამზრდელი“, ხოლო 2018 წელს ,,მეფე ლირი“ წარადგინეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...