საჩხერის სამედიცინო ცენტრი შესაძლოა ორმა პაციენტმა დატოვოს

კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული სამი პაციენტიდან ორს კვლევა Covid19_ზე უკვე ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია.

როგორც ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ აიპრესთან საუბრისას აღნიშნა პაციენტებს ანალიზს განმეორებით აუღებენ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მათ გაწერენ.

რაც შეეხება საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ მესამე პაციენტს, ქამუშაძის თქმით მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად