საჩხერის საკარანტინე სივრცეში 30 ადამიანი გადაიყვანეს

საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროს საკარანტინე სივრცეში, კორონა ვირუსის გავრცელების რისკ ქვეყნებში მყოფი 30 ადამიანი შეიყვანეს.

აიპრესი საჩხერის სამედიცინო ცენტრის დურექტორს მიხეილ ქამუშაძეს დაუკავშირდა.

„ამ დროისთვის 30 მოქალაქეს ვაკვირდებით. არც ერთს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. როგორც ჩემთვისაა ცნობილი ისინი სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდნენ. აქ დაკვირვების რეჟიმში 2 კვირის განმავლობაში იქნებიან“-განაცხადა ქამუშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად