საჩხერის საავადმყოფოში განკურნებულ პაციენტს Covid-19 განმეორებით დაუდასტურდა

როგორც “აიპრესს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა კლინიკიდან გაწერის შემდეგ მასზე დაკვირვება გრძელდებოდა.

“ამბულატორიული მკურნალობის შემდეგ პაციენტს Covid19-ზე ტესტი ორჯერ გაუკეთეს და ვირუსი აღარ ფიქსირდებოდა. პროტოკოლის დაცვით ის გადაყვანილ იქნა საკარანტინო სივრცეში და გამოვლინდა სიმპტომები, გაკეთებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა”-აღნიშნა გიორგიძემ.

პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.

სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით ის საჩხერის მკვიდრია, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად