საჩხერის “ოცნების” თავმჯდომარე: რასაც კანონი არ კრძალავს ყველაფერი ნებადართულია

საჩხერის “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი მთაწმინის ოლქში მე-9 საარჩევნო უბანთან იმყოფება, როგორც ის ჟურნალისტებთან აცხადებს, მისი იქ ყოფნის მიზეზი “ოცნების” ამომრჩევლის მობილიზებაა.

ჟრუნალისტები: თქვენი აქ ყოფნის მიზეზი რა არის?

ივანაშვილი: ამომრჩევლის მობილიზება გავაკეთოთ, მოვიყვანოთ.

სიებიც ხომ არ გაქვთ?

დიახ სიებიც გვაქვს, გამზადებული.

თუ ხდება მართლა თანხის გადახდა?

სად ხედავთ თანხას? ასეთი არაფერი არ ხდება.

კანონიერია თქვენი ეს ქმედება?

ჩვენმა მხარდამჭერებმა მოახდინეს სრული მობილიზება, ჩაიწერეს ტელეფონის ნომრები როდესაც კარდაკარი დაიარეს და ახლა ვუკავშირდებით მოდიან თუ არა.

ქართული ოცნების ამომრჩევლის მობილიზებას ახდენთ?

აბა ნაციონალებისას ხო არ მოვახდენ.

დავალება მოგცათ ვინმემ?

ვის უნდა მოეცა?

პირველი ტურისგან განსხვევით მეტი აქტიურობაა ამომრჩევლის მხრიდან, ეს თქვენი მობილიზებითაა გამოწვეული?

ჩვენ ყოველთვის ზად ვართ აქტივისტებს მობილიზებისკენ, რათა ჩვენი მეტი ამომრჩეველი მოვიდეს.ჩვენ მოგყვავს ჩვენი მხარდამჭერები თუ საჭიროა, ვეხმიანებით ხომ არ აქვთ რამე პრობლემა. ჩვენ ვეხმიანებით ჩვენს მხარდამჭერებს ამაში რა არის ცუდი და არაკანონიერი?

თუ არ მოვიდა ის ვისაც ელოდებით?

თუ არ მოვიდა, არ მოვიდა და თუ სჭირდებათ, მივიდეთ და მოვიყვანოთ ამაში რა არის ცუდი?

თუ სურვილი არ აქვთ?

ძალით ხომ არ მივალთ და მოვიყვანთ?

ფულს თუ უხდით?

არავინ არავის არ უხდის ფულს, ფულს “ნაცონალები” უხდიან.

მტკიცებულება თუ გაქვთ ამის?

თქვენ გაქვთ მტკიცებულება?

ჩვენ კითხვებს ვსვავთ, თქვენ მტკიცებით ფორმაში საუბრობთ.

თუ ლადო კახაძის მხარდამჭერები არიან რად უნდა თქვენი დარეკვა?

ეს არის სამუშაო გარემო, ეს არსად აკრძალული არ არის. რასაც კანონი არ კრძალავს ნებადართულია.

 

აღნიშნული ინტერვიუ ვიდეოს “ტაბულა” ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად