საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში პროექტ GRETA-ს წარდგენა გაიმართა

საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში პროექტ GRETA-ს წარდგენა გაიმართა. პროექტის მიზანი სამთო ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება და დამატებითი შემოსავლების გაზრდაა.
GRETA ევროკავშირის ორი ქვეყნის – შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით ხორციელდება, პროექტის ხანგრძლივობა 2018 – 2023 წლებს მოიცავს და მისი ბიუჯეტი 6, 8 მილიონ ევროს შეადგენს.
პროექტის სამიზნე ლოკაციები საჩხერის, ჭიათურის, ტყიბულის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებია. სამი თვის შემდეგ ბენეფიციარების მიერ პროექტების მომზადება და აღნიშნულის ფარგლებში მათი განხილვა დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად