საჩხერის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საჩხერე-რაჭის გზის მშენებლობა მოინახულეს

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალვანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად საჩხერე-რაჭის გზის მშენებლობა მოინახულეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საჩხერე-ქვემო ხევი-უზუნთას საავტომობილო გზის, შქმერი-ზუდალის 7.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიწისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზა დაახლოებით 52 კმ-მდე სიგრძის იქნება. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემოხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი და ზუდალი. საბოლოოდ, გზა შეუერთდება ამბროლაური- ონის გზას.ზემო იმერეთი – რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით შემცირდება. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლის ივლისში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად