როგორც ბენიამენ ფალავანდიშვილმა “აიპრესთან” საუბრისას განაცხადა მისი მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ პაციენტებს მკურნალობდა.
“საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ პაციენტებს მკურნალობდა,უშუალო შეხება ჰქონდა მათთან და ეტყობა ადგილზე გაიპარა რაღაც. მკვეთრი სიმპტომები არ დაუფიქსირდა,ტემპერატურა არ ჰქონდა. ყელის ტკივილი შენიშნა და კორონავირუსი სუსტი დადებითი ფორმით დაუდგინდა. მე დედაჩენთან ვიმყოფები თვითიზოლაციაში. ბავშვებს რაც შეეხება ისინი თავიდანვე სოფელში წავიყვანეთ და შეხება არ ჰქონიათ”