საჩხერის ეტალონი მოსწავლე ნინო გაფრინდაშვილი გახდა

2018-2019 სასწავლო წლის საჩხერის ეტალონი მოსწავლე ნინო გაფრინდაშვილი გახდა. საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ მუნიციპალური ფინალი ჭორვილის საჯარო სკოლაში გაიმართა.
85 მონაწილეს შორის პირველ ადგილზე 76 ქულით სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო გაფრინდაშვილი გავიდა, მეორე ადგილი 73 ქულით აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გელბახიანმა, ხოლო მესამე ადგილი 72 ქულით ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლემ თიკო ტაბატაძემ დაიკავა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა სამეულის წევრებს წარმატება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადაცეს, ნინო გაფრინდაშვილს კი სრულიად საქართველოს ეტალონი მოსწავლის ტიტულის მოპოვება უსურვეს. საგანმანათლებლო პროექტ ეტალონის ავტორისა და წამყვანის გოჩა ტყეშელაშვილის განცხადებით საქართველოს მასშტაბით ეტალონის ფინალი ზაფხულში, რუსთაველის პროსპექტზე გაიმართება და ის საერთო-სახალხო დღესასწაულის სახეს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...