საჩხერის “ჩიხურას” ხელმძღვანელობამ რუსულენოვან თარჯიმანზე უარი განაცხადა

დღეს, აბერდინში, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციოს ეტაპის განმეორებით მატჩში, 22 ათასიან “პიტორდი”-ს საფეხბურთო მინდორზე ადგილობრივი “აბერდინი საჩხერის “ჩიხურას” მიიღებს.

25 ივლის “დინამო არენა”-ზე ფრედ 1:1 დამთავრებული თამაშის შემდეგ შემდეგ ეტაპზე გასვლის ფავორიტებად აბერდინელები მიიჩნევიან, თუმცა უნდა ითქვას, რომ თავად ისინი საკმაოდ ფრთხილები არიან შანსების შეფასების დროს.

“აბერდინის” მწვრთელი 2010-2013 წლებში კრეიგ ბრაუნი აღნიშნავს, რომ აბერდინელთათვის მნიშვნელოვანია კარის მშრალად შენახვა და ამის გამო გულშემატკივარს მართებს მოთმინებით აღიჭურვოს, ახსოვდეთ ლეგენდარული სერ ფერგიუნსონის (ალექს ფერგიოსონი 1978-86 წლებში “აბერდინის” მწვრთნელი იყო, მისი ხელმძღვანელობით გუნდი სამჯერ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი და 1983 წელს თასების მფლობელთა თასი და უეფას სუპერთასი მოიპოვა – “აიპრესი”) საფეხბურთო ფილოსოფია ევროთასებისთვის: გაიტანონ სტუმრად და არ გაუშვან გოლი სახლში.

სერ ალექს ფერგიუსონი მეუბნებოდა მე, რომ ევროპული ფეხბურთის ფილოსოფიაა არ გაუშვა გოლი სახლში. ბოდიში თუ სახლში ვერ გაგვაქვს, სამაგიეროდ გაგვაქვს სახლიდან შორს, – ამბობდა სერ ფერგიუნსონი და მას ამისთვის გუნდში ჰყავდა პიტერ ვეირი და ერიკ ბლეკი. “აბერდინს” ამჯერად საქართველოში გატანილის გოლის წყალობით უპირატესობა აქვს, ამიტომ გულშემატკივრებს მოთმინება მართებთ და ახსოვდეთ, რომ მთავარი ამოცანა შემდეგ ეტაპზე გასვლაა.

თბილისში აბერდინელთაგან გოლის ავტორის სემ კოსგოუვის თქმით, თბილისში მოპოვებული მყიფე უპირატესობის გამო ხელებდაჭდობილები ვერ იქნებიან და შეეცდებიან მიაღწიონ მთავარ მიზანს – გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.

“აბერდინის” მწვრთნელის დერეკ მაკინესის თქმით, საქართველოში იდეალური შედეგი არ დაფიქსირებულა. ჩვენ გარკვეული უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ეს არავითარ გარანტიას არ იძლევა. “ჩიხურა დროდადრო საკმაოდ კარგად თამაშობდა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. უნდა გვახსოვდეს, რომ თუ სივრცეს დავუთმობთ, შეიძლება ზიანი მოგვაყენონ.

საჩხერელთა ფეისბუქ-გვერდი იუწყება, რომ მასპინძლებმა არაერთგზის მცდელობის მიუხედავად ქართულენოვანი თარჯიმანი ვერ მიიყვანეს, ხოლო საჩხერელთა კლუბის ხელმძღვანელობამ კი კატეგორიული უარი განაცხადა რუსულენოვანი თარჯიმნის მეშვეობით წარმართულ პრესკონფერენციაში მონაწილეობაზე. საბოლოოდ, თარჯიმნის ფუქნქციები პრესკონფერენციაზე სოსო ფრუიძესა და გიორგი კორიფაძესთან ერთად მყოფმა საჩხერელთა გუნდის გენერალურმა დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ შეითავსა და პრესკონფერენციაზე ქართული და ინგლისური ისმოდა.

მასპინძელთა კითხვას ტაქტიკის და დასახული მიზნის შესახებ სოსო ფრუიძემ ასე უპასუხა:

“რაც შეეხება ტაქტიკას, ჯერჯერობით გადაწყვეტილიც არა მაქვს, ვფიქრობ, გოლი გვაქვს შესაგდები, გვინდა გასვლა შემდეგ ეტაპზე, ვიცით, რომ ძალიან კარგი და ღირსეული მოწინააღმდეგე გვყავს და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს მოწინააღმდეგე დავძლიოთ”, “ვიცით, რომ კარგი გუნდი არის, მაგრამ ჩვენც გვაქვს რაღაც პლიუსები და რამდენად ამას გამოგვაყენებინებს მოწინააღმდეგე, ამაზე იქნება ბევრად დამოკიდებული საბოლოო შედეგი”, “ყველა მწვრთნელს თავის სტილი აქვს მომზადების. ზოგმა შეიძლება ვისკი ასვას და ისე მოამზადოს, ჩვენ კარგი შავი ღვინო გვაქვს, ამით ვართ განთქმული და რომელი აჯობებს, ვნახოთ”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად