საჩხერის “ჩიხურა” ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეშია

დღეს, “დინამო არენაზე”ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრის მეორე შეხვედრა გაიმართა საჩხერის “ჩიხურას” და ლუქსემბურგის “ფოლას” შორის.

ლუქსემბურგში საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხების შემდეგ “ფოლას” ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც 25 წუთზე არდაზიშვილმა გახსნა ანგარიში, 32 წუთზე კი “ფოლას” მოთამაშე გააძევეს მინდვრიდან.

ამ მომენტიდან მოყოლებული თამაშმა ყოველგვარი ინტრიგა დაკატგა და თავი აღარც საჩხერლებს გამოუდიათ და აღარც ლუქსემბურგელებს.

მეორე ტაიმის 73 წუთზე სარდალიშვილმა ანგარიში ორამდე გაზარდა, მატჩის ბოლო წუთზე კი ლუქსემბურგელებმა პენალტიდან გაქვითეს ერთი გოლი დასაბოლოოდ “ჩიხურამ” 2:1 გაიმარჯვა

ორი მატჩის ჯამში “ჩიხურამ” 4:2 დაამარცხა მეტოქე და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში გავიდა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად