საჩხერეში, სოფელ ცხამში სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა გრძელდება

სოფელ ცხამში გრძელდება სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა. ამ დროისთვის რეზერვუარის მშენებლობა-მონტაჟი მიმდინარეობს. საერთო ქსელის სიგრძე კი 17 კილომეტრი იქნება.

სამუშაოებს ამხანაგობა „ელეს“-ი ასრულებს, 500 088 ლარი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ცხამის წყლის სისტემა 170-მდე ოჯახს მოემსახურება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად